in

უბერებელი გიორგი შკინინი და მე-5 ადგილი ლისაბონში

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა ლისაბონში გამართულ “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” პირველ ეტაპზე იასპარეზა და გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა. ჯაბა მალაღურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიასთან 10:19 წააგო. გერმანიასთან 0:29 დამარცხდა. ლიეტუვას კი 9:14 მოუგო.

მეოთხედფინალში ქართველი მორაგბეები რუსეთთან 5:12 დამარცხდნენ და მეხუთე ადგილისთვის გააგრძელეს ბრძოლა. ჩვენებმა ჯერ პოლონეთი დაამარცხეს 12:0, შემდეგ კი, იტალიას 10:5 სძლიეს.

საქართველოს 7-კაცა ნაკრებს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გიორგი შკინინი დაუბრუნდა. 38 წლის გამოცდილმა “ბორჯღალოსანმა” მთელი ტურნირი საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პორტუგალიელებს 38-მეტრიანი სპრინტის შემდეგ საოცარი ლელო დაუდო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანია ევროპის ჩემპიონია: ფინალი ქართველებმა იმსაჯეს

ყოჩაღ უკრაინა: ქვეყნის საზღვრები მაისურზე – უკრაინა ევროზე განსაკუთრებული ფორმით ითამაშებს