ბოლო პერიოდში თურქულ და ქართულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ საქართველოს ნაკრების და ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველის ირაკლი აზაროვის გადაბირებით თურქული “ტრაბზონსპორი” იყო დაინტერესებული და მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხასაც ითხოვდნენ, მაგრამ Sport4me.ge-ს ინფორმაციით აჭარულმა კლუბმა “ტრაბზონსპორს” მილიონ ნახევრიან წინადადებაზე უარი უთხრა და მინიმუმ ზაფხულამდე ახალგაზრდა მარცხენა განაპირა მცველი ბათუმის “დინამოს” ღირსებას დაიცავს.
აზაროვმა გასულ სეზონში ბათუმელთა მაისურით 35 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings