in

უარი ოკუპანტებს! რუსებს ბორჯღალოსნებთან ქართველები არ დაეხმარებიან

წარმოშობით ქართველი მორაგბეების ღირსეული საქციელი: 7 თებერვალს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ გადადებული მატჩი გაიმართება, რომელშიც საქართველო რუსეთს უმასპინძლებს. სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი არაფერს ცვლის, რადგან ლევან მაისაშვილის გუნდს ჩემპიონობა განაღდებული აქვს, მაგრამ საქართველოსთვის რუსეთთან დაპირისპირება ყოველთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს.

რთულ დროს მორაგბეები ქართველ ხალხს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების ემოციას ვერაფერი შეცვლის.

ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ და რუსეთი წავაქციოთ: კვირას დიდი რაგბია

სამწუხაროდ, საქართველოს ბევრი „მამლუქი“ სპორტსმენი ჰყავს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შექმნილი, არცთუ სახარბიელო მდგომაროების გამო უცხოეთში წავიდნენ. მათ შორის, მორაგბეებიც იყვნენ და ამჯერადაც არიან. ამჟამად, რუსეთის ნაკრებში: შაკო ოდიშარია, გიორგი როყვა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილი ირჯებიან, მაგრამ მათ, საკუთარი ნებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს.

გიორგი როყვა
 

შაკო ოდიშარია
 

აქვე გეტყვით, რომ რუსეთის ნაკრებში ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეებიც თამაშობდნენ, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

 შენგელიას მუხლის ტრავმა აქვს: დაეხმარება თუ არა თოკო საქართველოს

ტრადიცია გრძელდება: რუსებს ისევ მოვუგეთ, თასიც ჩვენია, მაგრამ…