in

ტუხელის ჩელსი და ინტერის 7 – ამბები მოკლედ

უეფამ პსჟ-ისტანბულის მატჩის მსაჯი სეზონის ბოლომდე ჩამოაშორა საქმეს შეუფერებელი მოქცევისთვის. თუმცა მის სიტყვებში რასიზმი ვერ ნახეს.

„გიოტებორგმა“ დაადასტურა „ნაპოლის“ ყოფილი ვარსკვლავის მარეკ ჰამშიკის მისვლა. კონტრაქტი ნახევარწლიანია.

ვალდესი „ბარსელონაში“ დაბრუნდება და მეკარეების მწვრთნელი გახდება.

„ჩელსიმ“ ტუხელის ხელში 5 საშინაო მატჩში გოლი არ გაუშვა. ეს პრემიერლიგის რეკორდია.

„ჩელსის“ ტუხელის მწვრთნელობსიას 8 მოგება და 3 ფრე აქვს. საერთო ანგარიში – 13:2.

მარტო სარი და სტივ კლარკი არ აგებდნენ პრემიერლიგური კარიერის სტარტზე უფრო დიდხანს, ვიდრე ტუხელი.

ლინგარდმა „ვესტ ჰემში“ 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა. „მანჩესტერში“ კი 38 თამაშში 4 გოლი შეაგდო.

„ბენფიკა“ დიეგო კოშტას 2-წლიან კონტრაქტს თავაზობს წლიური 3 მლნ ევროანი ჯამაგირით.

„ინტერმა“ სერია ა-ში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო. საერთო ანგარიში – 18:2.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორც იქნა: ბასილაშვილმა მოგების გემო გაიხსენა

კვარაცხელიამ ლოვრენი გააწამა: რუბინმა ჩემპიონი დაამარცხა – როგორ ითამაშა ხვიჩამ