წარსულში ცნობილმა ქართული ფესვების მქონე რუსმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა შეაფასა ტურნირის ალბათობა რუსეთის, ბრაზილიის, არგენტინის და… საქართველოს მონაწილეობით.
„დიდი იმედი მაქვს, რომ 2025 წელს რუსი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს შეხვდებიან. ამხანაგური მატჩის ჩატარების იდეას ბევრი გულშემატკივარი და ჟურნალისტი უჭერს მხარს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში შესაძლოა ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით.
ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ არიან მდიდარი ხალხი და მეცენატები, ვისაც ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების თბილისში მოწვევა სურთ. არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მაგრამ არის ასეთი სურვილი. “ეს გრანდიოზული მოვლენა იქნებოდა”, – თქვა სსრკ-ს ნაკრების ყოფილმა მეკარემ.
GIPHY App Key not set. Please check settings