28 მაისს პარიზის გარეუბან სენტ-დენში, ლეგენდარულ “სტად დე ფრანსზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მადრიდის “რეალი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება.
ესპანური As.com იუწყება, რომ სწორედ ამ ფინალური მატჩის შემდეგ მოხდება “სამეფო კლუბში” კილიან მბაპეს წარდგენა. ესპანური GOAL.COM წერს, რომ მადრიდის “რეალსა” და ფრანგ მსოფლიო ჩემპიონს შორის მოლაპარაკებები 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის წარმატებით დასრულდა. წყაროს ცნობით, მბაპე “ბლანკოსს” უფასოდ შეუერთდება.
კილიან მბაპე თავის ინტერვიეუბში არაერთხელ აღნიშნავდა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” ფორმით თამაშზე ოცნებობდა.
GIPHY App Key not set. Please check settings