in

ტოჩინოშინმა საიბულეო მე-100 ბაშო ადრე დატოვა

უიღბლო გამოდგა საიუბილეო (მე-100) ბაშო და მისი მე-4 დღე ლევან გორგაძისთვის. ქართველ ფალავანს კოტოშოჰოსთან გუშინდელი ორთაბრძოლისას მარცხენა მხარი ამოუვარდა და ტურნირის ნაადრევად შეწყვეტა მოუწია.

მართალია, ექიმებმა უმალვე ჩაუსვეს ამოვარდნილი მხარი ტოჩინოშინს, თუმცა შემდგომმა გამოკვლევებმა არცთუ მსუბუქი დაზიანება აჩვენა და სულ მცირე, 2-კვირიანი დასვენება გამოუწერეს ლევანს.

ამავდროულად (ვიცით რა ტოჩის შეუპოვარი ხასიათი), ნურც იმას გამოვრიცხავთ, რომ ბაშოს ბოლოსკენ დაბრუნდეს ჩვენი გოლიათი ტურნირზე და უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძოლოს.

წყარო: ქართული სუმოს ქომაგები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეტოქეობა გაგრძელდება? – “ალ ჰილალმა” მესის 330 მილიონი შესთავაზა

“დინამოს” თურქული განრიგი ცნობილია