ნაცუ ბაშოს“ დასკვნით დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი მე-15 მაეგაშირა კაისეი იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ლევანმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო. ორივემ თავისი საყვარელი ჩავლება აიღო, თუმცა საბოლოოდ კაისეიმ ტოჩინოშინს ძალისმიერ ბრძოლაში აჯობა და დოჰიოდან გადაიყვანა.
როგორც მოგეხსენებათ, მუხლის ტკივილის გამო ლევანმა ტურნირზე მსგავსად ბევრი ბრძოლა დათმო.
გორგაძე კაისეის დღემდე 21-ჯერ შეხვდა და მისი დამარცხება 13-ჯერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სეკიტორმა გუშინ თავისი ორთაბრძოლის მოგება შეძლო. მე-14 დღეს ტოჩინოშინი მე-16 მაეგაშირა ჩიომარუ კაზუკის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ბრძოლა დამაჯერებლად დაიწყო, ორმაგი მავაში წამებში აიღო და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. მეტოქე დოჰიოდან მალევე გადაიყვანა.
საბოლოო ჯამში ტოჩინოშინმა ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა და მოგება-წაგებათა მაჩვენებელი 5-10-ზე დააფიქსირა.
GIPHY App Key not set. Please check settings