in

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება

ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში წლის ბოლო სუპერტურნირის, „კიუშუ ბაშოს“ მეცხრე დღეს ტოჩინოშინი მე-17 მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოვიდა, ორივე მათგანს გამარჯვების შანსი ჰქონდა და ბრძოლის გარკვეულ ეტაპზე უპირატესობას ფლობდა, თუმცა საბოლოოდ ქართველმა გოლიათმა იორიკირის ილეთით გაიმარჯვა. ეს ტოჩინოშინის მესამე გამარჯვებაა მიმდინარე ბაშოზე.

მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-17 მაეგაშირა კაისეი იქნება. მათი 24 დაპირისპირებიდან ლევან გორგაძემ 13 მოიგო.

ტოჩიმ ბაშოს პირველი 4 დღე ტრავმის გამო გამოტოვა, გამოტოვებული შეხვედრები წაგებად ჩაეთვალა. ასე, რომ მის ანგარიშზე საწყისი 9 დღის შემდეგ 3 გამარჯვებაა. მან დარჩენილი 6 შეხვედრიდან 5 აუცილებლად უნდა მოიგოს, რომ დადებითი ბალანსი გაიფორმოს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი ვოლკი შეუჩერებელია: მიქაუტაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა – ლეგიონერები

ირმა ხეცურიანის ორი ოქროს მედალი მსოფლიო თასზე