ტოკიოში გრძელდება წლის მეოთხე სუპერტურნირი სუმოში. „ნაცუ ბაშოს“ მე-12 დღეს ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირად განთესილ ჰოშორიუს დაუპირისპირდა და ეფექტურად, იორიტაოშის ილეთით იმარჯვა. ლევანმა ტაჩიაიზევე (საწყისი დაჯახება) იგდო ხელთ მეტოქის მავაში, კარგად აიღო ჰიდარი უვატეს ჩავლება და ჰოშორიუ დოჰიოდან გადააგდო.
12 დღის შემდეგ, მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის ბალანსი 4:8-ზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings