ყველასათვის მოულოდნელად, ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ევერტონს“ 70 მილიონი შესთავაზა და რიშარლისონი გაიფორმა. საუბარია 58 მილიონ გირვანქაზე პლუს 12 მილიონი ბონუსების სახით. 25 წლის ბრაზილიელმა, გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა. ტრანსფერი „ევერტონის“ მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ დააჩქარა. მოთამაშე შემოწმებას ბრაზილიაში გაივლის.
არნაუტ დანჯუმასა და „ვესტ ჰემს“ შორის პირადი დეტალები ვერ გვარდება. ლონდონურმა გუნდმა „ვილიარეალს“ 40 მილიონი გირვანქა შესთავაზა და ვერბალური თანხმობა მიიღო, მაგრამ მოთამაშესთან ხელფასის ნაწილში შეთანხმება ვერ ხდება. დანჯუმამ განაცხადა, რომ „ვილიარეალში“ დარჩენის წინააღმდეგი არაა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „პსჟ“-მ „პორტოდან“ ვიტინია 40 მილიონად შეიძინა. სამედიცინო შემოწმება და 5 წლიანი კონტრაქტი გამზადებულია. შემდეგი სამიზნეები მილან შკრინიარი და რენატუ სანჩესი არიან.
კორენტინ ტოლისო „ბაიერნიდან“ „ლიონს“ შეუერთდა. ის თავისუფალი აგენტი გახდა და ფრანგულ გუნდს არაფრის გადახდა არ მოუწევს. ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
„ტუტოსპორტთან“ საუბარში „იუვენტუსის“ დირექტორმა არივაბენემ განაცხადა, რომ პოლ პოგბასთან მოლაპარაკებები კარგად მიდის და ის მალე გუნდს შეუერთდება: „მისი დამატება კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანი სვლაა“.
ისევ “იუვენტუსი” და ისევ არივაბენე: “შეუძლებელია მოთამაშე შევინარჩუნოთ თუ მას წასვლა უნდა. მთავარია სამივე მხარე კმაყოფილი იყოს”. საუბარია მატიის დე ლიხტზე, რომელიც, დიდი ალბათობით, “ჩელსის” შეუერთდება.
GIPHY App Key not set. Please check settings