in

ტოტენჰემი, რომა და სხვებიც: მიქაუტაძე რამდენიმე კლუბს მოუნდა

„ლიონის“ ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ სხვადასხვა გამოცემებში ვრცელდება ინფორმაციები, რომ გიორგი მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბმა გამოთქვა.

მიქაუტაძით „ტოტენჰემი“ დაინტერესდა და მოლაპარაკებები მალე გაიმართება. პარალელურად ქართველის ტრანსფერზე მუშაობას „რომაც“ დაიწყებს, რომელიც მის გადაბირებას ადრეც ცდილობდა. გიორგის დამატების სურვილი აგრეთვე „ვულვერჰემპტონს“ და „ვესტ ჰემს“ აქვთ.

მიქაუტაძე 2024 წელს “ლიონმა“ „მეცისგან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, transfermarkt-ის მონაცემებით კი მისი ამჟამინდელი ღირებულება 22 მილიონია.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის დამნაშავე: ლიონის დაქვეითების დეტალები

გოგლიჩიძის სანაცვლოდ ეპოლი სანდერლენდს და ნოტინგემს 10 მილიონ ევროს სთხოვს