გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესი და ახალი გუნდის შესახებ სპეკულაციები ისედაც იყო, მაგრამ მადრიდის „რეალთან“ დიდებულები სეივების შემდეგ ჩვენიანის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება.
პარალელურად, ახლახან დადასტურდა, რომ ლონდონის „ტოტენჰემს“ ტოვებს ვეტერანი უგო ლორისი და ფრანგის შემცვლელად კვლავ დაასახელეს ქართველი მეკარე.
ლონდონელები განიხილავდნენ დევიდ რაიასა და დიბუ მარტინესის ვარიანტებს, მაგრამ მაღალი ფასის გამო ალბათ არ გამოვა.
ტრავმირებული ლორისის ნაცვლად ახლა „ტოტენჰემის“ კარს ფრეიზერ ფორსტერი იცავს და დიდად არ აქებენ.
როგორც ცნობილია, გიორგის ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა, თუმცა ტრანსფერის განხორციელება მაინც შესაძლებელია, რადგან რეალური მოლაპარაკებები 35 მილიონის ფარგლებში ტრიალებს. „ტრანსფერმარკტი“ კი სულაც 25 მილიონად აფასებს ქართველ მეკარეს.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ გარდა, დაიწერა „ლესტერის“ რეალურ ვარიანტზე, თუმცა ეს გუნდი პრემიერლიგად ვარდება და ალბათ არ ღირს მასზე შეჩერება. გაჟღერდა ასევე „მანჩესტერი“, თუმცა ეს ვარიანტი მარტივად რომ არ გამოვა, ნათელია.
ასეა თუ ისე, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ „ვალენსია“, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაინც გაასხვისებს ქართველ მეკარეს.
GIPHY App Key not set. Please check settings