კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ დამარცხდა – 0:4 (ჯამში 0:5) და გათამაშებას გამოეთიშა.
სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ ქართველ ქომაგს იმედი ჰქონდა, რომ „ტორპედო“ მოახერხებდა რთული ბარიერის დაძლევას, მაგრამ ანგარიში ყველაფერზე მეტყველებს. „ომონიამ“ დაგვანახა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ უკან ვართ.
არადა, თამაში თითქოს ისე წავიდა, რაღაც იმედი გვქონდა, მაგრამ… საბოლოოდ ქართული საკლუბო ფეხბურთი მორიგ სირცხვილს მაინც ვერ ასცდა.
“ტორპედო” წინა ევროთასებზეც “ომონიასთან” დამარცხდა. რა შეიცვალა მას შემდეგ? არც არაფერი?!
„ტორპედოს“ გოლი ჰქონდა გასატანი და წინ თამაში რომ სცადა, მეტოქის შეტევები საკმარისზე მეტად გამოეპარა. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქეს სტევან იოვეტიჩი ჰყავდა, რომელიც მართალია 35 წლისაა, მაგრამ კლასი და ისეთი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, რომ ქართულ გუნდს ნამდვილად ეყოფა.

ტორპედო – ომონია 0:4
გოლები: 0:1 იოვეტიჩი (30. კულიბალის პასით), 0:2 სემედუ (47. ევანდროს პასით), 0:3 იოვეტიჩი (63. ლოიზუს პასით), 0:4 სემედუ (78. ლოიზუს პასით)
ტორპედო: გოშაძე, ვარლეი (ბასილაძე 85), ჟორჟინიო (ნადარაია 75), მანე, სიმიჩი, ბიძინაშვილი (შერიფი 75), მამუჩაშვილი, ითრაქი (ანდრიჩი 59), პირესი, ღუდუშაური (კოხრეიძე 59), იონსენი

„ტორპედოს“ გამოვარდნის შემდეგ, ყველა ქართული კლუბისთვის წლევანდელი ევროსეზონი დასრულდა, ივლისში…

GIPHY App Key not set. Please check settings