ქუთაისის „ტორპედომ“ საუცხოო მატჩი ითამაშა კონფერენსლიგაზე და ყაზახურ „ორდაბასს“ დრამატულ შეხვედრაში ბოლოსკენ აჯობა – 4:3.
მოკლედ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ქუთათურებს თავდადებისთვის მადლობა ეკუთვნით.
„ტორპედომ“ კარგად დაიწყო და 30-ე წუთზე წინაც გავიდა: სწრაფი კონტრშეტევა ფელიპე პირესმა ბიორნ იონსენს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
ხუთი წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყაზახური გუნდი გასულიყო წინ. მოკლედ მონაკვეთში ორი გოლი გავუშვით. თუმცა ჩვენებმა ანგარიში შესვენებამდე გაათანაბრეს: ქუთაისელთა ახალწვეულმა მატეი შიმიჩმა კუთხურიდან ჩაწოდებული გაიტანა.
68-ე წუთზე „ორდაბასი“ კვლავ წინ გავიდა.
ამის შემდეგ ჩვენების მაგარი ფეხბურთი წავიდა. „ტორპედო“ გადასარჩენად წინ წავიდა და მაგარი დასასრული ვიხილეთ. მომენტებიც გვქონდა და სანახავადც კარგი ბურთაობა გაჩაღდა.
79-ე წუთზე შეცვლაზე შესული და ძალიან აქტიური პაატა ღუდუშაურის წამოწყებული შეტევა, პირესის ასისტით და ბიორნ იონსენის გოლით დაგვირგვინდა, ხოლო 90+4-ე წუთზე მატეი შიმიჩმაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა და და „ტორპედოს“ გამარჯვება მოუტანა.

ტორპედო – ორდაბასი 4:3
გოლები: 1:0 იონსენი (30. პირესის პასით), 1:1 კაპატინა (32), 1:2 იმნაძე (35. ვაკულკოს პასით), 2:2 შიმიჩი (45+2. მამუჩაშვილის პასით), 2:3 ტურსუნბაი (69), 3:3 იონსენი (78. პირესის პასით), 4:3 შიმიჩი (90+4. მამუჩაშვილის პასით)
ტორპედო: გოშაძე, კვირკველია, შიმიჩი (90+6. მანე), ნადარაია, ვარლეი, ითრაქი, ბიძინაშვილი (66. კოხრეიძე), მამუჩაშვილი, ბასილაძე (66. ღუდუშაური), პირესი, იონსენი (84. ანდრიჩი)
განმეორებითი მატჩი 17 ივლისს ყაზახეთში გამართავს.
“ტორპედომ” ლეგიონერები და ახალწვეულები დაიმატა და გარკვეულწილად შეთამაშების პრობლემაც დგას. ერთი კვირა ბევრი არ არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, კიდევ მეტად გაუგებენ ერთმანეთს, რაც საკმარისი იქნება ყაზახეთიდან სასურველი შედეგით დასაბრუნებლად.

GIPHY App Key not set. Please check settings