საქართველოს ნაკრებისა და ყაზაბის “რუბინის” ერთ-ერთი ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით იტალიური გუნდები ინტერესდებიან. რუსული “სპორტ ექსპრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ტალანტის დამატება “ტორინოს”, “უდინეზეს” და “სასუოლოს” სურთ.
მზადაა თუ არა რუბინი ხვიჩას გასაყიდად: როდის და რამდენად
ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ყაზანელთა გუნდის ლიდერია. გასულ ტურში მოსკოვის “სპარტაკთან” მოგებულ შეხვედრაში კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამ სეზონში ხვიჩას ანგარიშზე “რუბინის” მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 2 გოლი და 7 ასისტია.
ხვიჩა: არ ვაქცევ ყურადღებას, როდესაც მირტყამენ – ქართველმა სპარტაკის დამარცხებით დაიწყო
რუბინის დირექტორი: ხვიჩა Top ლიგებისთვის ჯერ ადრეა
კვარაცხელია თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია. კარიერის განმავლობაში იგი თბილისის “დინამოს”, “რუსთავის”, მოსკოვის “ლოკომოტივისა” და ყაზანის “რუბინის” შემადგენლობაში თამაშობდა.
ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გატანილი ბურთია.
GIPHY App Key not set. Please check settings