in

ტოპ 5 ფეხბურთელი ინდივიდუალური პრიზებით

ფეხბურთი – გუნდური სახეობაა, მაგრამ ინდივიდუალური ჯილდოები ყოველთვის პრესტიჟული იყო და რჩება კიდეც.

ფიფამ ორშაბათს 2022 წლის საუკეთესოები დაასახელა და ტრიუმფატორი ლეო მესი გახდა.

ვნახოთ 5 ფეხბურთელი, რომლებსაც ყველაზე მეტი ინდივიდუალური ჯილდო მოუგია.

ზინედინ ზიდანი (5)

„ოქროს ბურთი“ (1998), წლის ფეხბურთელი ფიფასგან (1998, 2000, 2003), ფიფას ოქროს ბურთი (2006).

მარკო ვან ბასტენი (5)

„ოქროს ბურთის“ სამგზის მფლობელი (1988, 1989, 1992), „ოქროს ბუცი“ (1985/86) და ფიფას წლის ფეხბურთელი (1992).

რონალდო (7)

„ოქროს ბუცი“ (1996/97), „ოქროს ბურთი“ (1997,2002), წლის ფეხბურთელი ფიფასგან (1996, 1997, 2002) და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (1998).

კრიშტიანო რონალდო (14)

„ოქროს ბურთი“ 5-გზის მფლობელი (2008, 2013, 2014, 2016, 2017), ფიფას პრემია The Best ( 2008, 2016, 2017), ფიფას სპეციალური პრიზი უდიადესი კარიერისთვის (2021), „ოქროს ბუცი“ (2008, 2011, 2014, 2015). პუშკაშის პრემია (2009) „მანჩესტერის“ რიგებში „პორტოს“ კარში გატანილი გოლისთვის.

ლიონელ მესი (18)

„ოქროს ბურთი“ 7-გზის მფლობელი (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021), ფიფას პრემია The Best (2009, 2019, 2022), „ოქროს ბუცის“ 6-გზის მფლობელი (2010, 2012, 2013, 2017, 2018, 2019), ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთის 2-გზის ლაურეატი (2014, 2022).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდომ ყველა დროის ნაკრები შეადგინა: თვითონაც არის, ბევრი ბრაზილიელიც და მესი-მარადონაც

სიტი, ნიუკასლი, პსჟ და რეალი: ვის სურს ხვიჩა