ტოპ კლუბების დიდმა ნაწილმა ახალი სეზონისთვის ახალი საშინაო კომპლექტები წარადგინა, ბევრმა კი უკვე ითამაშა გასრულებული ჩემპიონატების ბოლო ტურებში.
არსენალი
ახალი ფორმა ეძღვნება „დაუმარცხებლების“ 20 წლისთავს – 2003/04 წლების სეზონში არსენ ვენგერის გუნდმა პემიერლიგაში ერთი მატჩიც არ წააგო.
ბაიერნი
პირველად ათწლეულში ძირითადი თეთრი ფერია, წითელი კი დამატებითი.
ბორუსია
დორტმუნდელებმა კომპლექტი გულშემატკივრების დახმარებით შექმნეს. კლუბმა და Puma-მა კონკურსი გამოაცხადეს და 15 ათასზე მეტი განაცხადი მიიღეს. გამარჯვებული დიზაინის მთავარი ელემენტი გახდა „სიგნალ იდუნა პარკის“ სილუეტი.
ლივერპული
აღნიშნულია, რომ ეკიპირება 1973-74 წლების სეზონის კომპლექტით არის შთაგონებული.
სიტი
„სიტის“ ცისფერი მაისური ეძღვნება „ეტიჰადზე“ გადასვლის 20 წლისთავს. კომპლექტი შთაგონებული იმ ფორმით, რომლითაც „სიტი“ პირველ სეზონში თამაშობდა ახალ არენაზე.
მილანი
მილანელებმა უჩვეულო გრაფიკა მოამზადეს და ტრადიციული წითელ-შავი ფერები სხვაგვარად გაიაზრეს.
პსჟ
პარიზელების კომპლექტი 20 წლის წინანდელი ფორმის გამოძახილია. გამქრალი ვერტიკალური თეთრი ხაზი „ღამის ცაში გამქრალი პარიზის ჰორიზონტის“ სიმბოლოა.
ტოტენჰემი
შემქმნელების თქმით, ტოტენჰემის რაიონის კაშკაშა მუსიკალური სცენითაა შთაგონებული. საყელოს შიგნით დაამატეს კლუბის სახელწოდების აბრევიატურა – THFC.
იუვენტუსი
„იუვე“ ბუნებრივია ზებრის შეფერილობისაა. Adidas-ის დიზაინერები მაქსიმალურ რეალიზმში გადავარდნენ. ცხოველის ტყავთან მსგავსებას ხაზს უსვამს ბეწვის ეფექტი.
ბარსელონა
„ბარსა“ უბრუნდება კლასიკურ დიზაინს ფართო ზოლებით.
ინტერი
„ინტერმა“ (როგორც „მილანმა“) აირჩია ზოლების არასტანდარტული დიზაინი – ისინი არ არის თანაბარი ფორმის. დაბრუნდა ყვითელი ფერის ლოგო.
რეალი
„რეალის“ მაისური თეთრის შერწყმაა მუქ-ლურჯთან და ოქროსფერ-ნარინჯისფერთან. პირველად ისტორიაში საყელოზე დაატიეს სლოგანი Hala Madrid.
რომა
რომაელთა სპონსორი სხვა იქნება, ალბათ Toyota. კლუბი აბრუნებს მგელს ემბლემის ადგილზე. საყელოზე იქნება წარწერა – „მიდი რომა“.
GIPHY App Key not set. Please check settings