„ბაიერნის“ ფეხბურთელის ტომას მიულერის ცხენმა ტრავმა მიიღო ახალი სეზონისთვის მზადებისას.
ცხენი სახელად დავი პირველი საცდელი მზადებისას მანეჟში მოსრიალდა და მკვეთრად დაეცა.
ამასთან დაკავშირებით მიულერისა და მისი ცოლის საჯინიბო Gut Wettlkam-მა დავის გაყინული სპერმის ფასდაკლებით გაყიდვაზე გამოაცხადა.
აქამდე ის 2 ათას ევროდ იყიდებოდა (პორცია), ახლა კი ფასი 200 ევროს შეადგენს. კიდევ 200 ევროს გადახდა მოუწევს მყიდველს თუ ფაშატი დაფეხმძიმდება.
ამასობაში ცხოველების დამცველმა ორგანიზაციამ (PETA) ტომას მიულერი გააკრიტიკა.
„ვითომ ცხენების მოყვარულების მხრიდან სისასტიკეა ცხოველები არაბუნებრივი სექსით დააკავო, რათა ამით მაქსიმალური მოგება მიიღო.
დავის ტრავმის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“, – განაცხადა PETA-ის წარმომადგენელმა იანა ჰოგერმა.
GIPHY App Key not set. Please check settings