მოლდოვურმა ფეხბურთმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქვეყნის ჩემპიონი, ტირასპოლის “შერიფი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
იური ვერნიდუბის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად “დინამო ზაგრების” წინააღმდეგ დაფიქსირებული ფრის (0:0) შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გავიდა. “შერიფს” შინ პირველი თამაში 3:0 ჰქონდა მოგებული, ორი მატჩის ჯამში კი მოლდოველებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ ტირასპოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის UEFA-სგან 15 მილიონ ევროს მიიღებს.
გეტყვით იმასაც, რომ “შერიფის” სპორტული დირექტორი მოლდოვური ფეხბურთის ქართველი ლეგენდა ვაჟა თარხნიშვილია.
GIPHY App Key not set. Please check settings