in

ტერნერი ტრავმირებულია: ეს გოგას შანსია

“ინდიანა პეისერსის” ძირითადი ცენტრი მაილს ტერნერი ტრავმირებულია და როგორც კლუბის ექიმები ამბობენ, ის მინიმუმ ორ კვირას ვერ ითამაშებს. ორი კვირის შემდეგ, ტერნერი კიდევ გაივლის სამედიცინო შემოწმებას და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი როდის დაუბრუნდება იგი პარკეტს. ტერნერის არ ყოფნა შანსია გოგა ბითაძესთვის, რომელსაც ტერნერის არ ყოფნაში უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე “ინდიანას “სარეზერვო გუნდ მედ ანტსში ჰყავდა გაგზავნილი, როცა მაილს ტერნერის ტრავმის შესახებ გახდა ცნობილი. გოგას G ლიგაში აღარ უთამაშია, გუნდს ლოს ანჯელესში გაჰყვა და კლიპერსთან კარიერის რეკორდიც დაამყარა – 17 ქულა.

სხვათა შორის, გოგამ დაახლოებით ის შედეგი აჩვენა მატჩში, რაც მაილსს საშუალოდ აქვს ამ სეზონში.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვეკვესკირის გოლი და 2 საგოლე პასი: ქართველი სპარინგმატჩებში ბრწყინვალედ გამოიყურება

გააიაფეს: რა ეღირება ყატარის მუნდიალზე ბილეთები