in

ტენერიფე ნახევარფინალში ბარსელონასთან დამარცხდა და თასიდან გამოვარდა: შერმადინმა 9 ქულა ჩააგდო

გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშა. ტურნირის მასპინძელი ქალაქ მალაგის გუნდის დამარცხების შემდეგ ტენერიფელებმა ვეღარ მოახერხეს კიდევ ერთი ფავორიტის დამწუხრება. ტენერიფეს მეტოქე ესპანური კალათბურთის გრანდი, კატალონიური ბარსელონა იყო, რომელმაც კანარის კუნძულების გუნდი 108:76 დაამარცხა.

შერმადინის გუნდმა მატჩი ყოჩაღად დაიწყო და პირველი პერიოდი მოიგო კიდეც – 16:14, თუმცა მეორე ათწუთეული ისეთი აღმოჩნდა, რომ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ბარსელონამ მეტოქეს 32 ქულის სხვაობით – 40:8 აჯობა, რის შემდეგაც, დიდი შესვენებისთვის 30-ქულიანი ლიდერობა დაიბევა და მეორე ტაიმს ფორმალური ხასიათი მისცა.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ბარსამ საბოლოოდ 32 ქულით გაიმარჯვა და ფინალში გასულ მადრიდის რეალს შეუერთდა. ტენერიფესთვის ტურნირი დასრულდა. შერმადინი საქართველოს ნაკრებს დანიაში, 21 თებერვალს შეუერთდება.

ბარსელონასთან მატჩში შერმადინმა მოედანზე 27:06 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი ბოლო წუთზე გადარჩა, კვარა საუკეთესო იყო

მამარდა უსაქმოდ დატოვეს და მე-8 მშრალი მატჩი ითამაშა: ვალენსიას ფრე უსახურ მატჩში