გუშინ, “ლიგა ენდესას” 35-ე ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერს “ფუენლაბრადას” დაუპირისპირდა და ძალიან მოულოდნელად 65:98 განადგურდა.
მაინცდამაინც შედეგიანად ვერც ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, თუმცა სტუმართა რიგებში მაინც ყველაზე მაღალი სარგებლიანობის კოეფიციენტი +15 ჰქონდა. გიორგიმ მოედანზე 16:22 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 6-დან 2 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ტენერიფეს” 26 მოგების წილ 8 მარცხი მოუგროვდა და ლიგა ენდესაში მადრიდის “რეალის” და “ბარსელონას” შემდეგ მე-3 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 13 მაისს სარაგოსაში ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings