in

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრან სლემზე ვერცხლს დასჯერდა

ძიუდოს აბსოლუტური მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრან სლემის  ვერცხლის მედალოსანია.

პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემის მეორე დღეს ტატო ფინალში იაპონელ ტაკეში საზაკის დაუპირისპირდა და ავასატე იპონით დამარცხდა. ქართველი ფალავანი იაპონელმა გადავლებისას კონტრილეთზე დაიჭირა  და ვაზარი დააგდო. შემდეგ, ტატო იძულებული იყო გაერისკა და იაპონელმა მეორე ვაზარიც აიღო და შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა.

ფინალამდე გრიგალაშვილმა მონღოლი, იაპონელი და ფრანგი მეტოქეები დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერი ლესტერში გაფრინდა: მანძილი – 170 კმ, დრო – 10 წთ – კლუბი გამოლანძღეს

ლუკა მაისურაძის ბრინჯაო პარიზიდან