in

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ძიუდოს ტური ზაგრების გრან პრით გაიხსნა. ტურნირის მეორე დღეს -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში წონის პირველი ნომერი ტატო გრიგალაშვილი ვიხილეთ ტატამზე, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა.

ტატომ ზაგრების ტატამზე ნამდვილი “გრიგალი” დაატრიალა. ფინალამდე მან სამივე ბრძოლა იპონით მოიგო. ფინალურ ბრძოლაში ტატო ბრაზილიელ გილერმს შმიდტს დაუპირისპირდა, რომელმაც ქართველ ფალავანს მრისხანე წინააღმდეგობა გაუწია და ორი შიდოც მიაღებინა, მაგრამ ტატომ თავიდანვე მოპოვებული ვაზარის უპირატესობით იმარჯვა.

ფინალამდე გრიგალაშვილმა მოლდოველი, ფრანგი და ნიდერლანდელი სპორტსმენები დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისში ტრიბუნებზე შესაძლოა ალკოჰოლი დააბრუნონ

კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს