3 მსოფლიო რეკორდი და მე-2 ოლიმპიური ოქრო ქართულ დელეგაციას ტოკიოში – ალბათ ეს დროის ამბავია.
მსოფლიოს უძლიერესმა მამაკაცმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავი მაღალი კლასი და ის მალე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდება.
ლაშამ ატაცში გამოსვლა 208 კილოგრამით დაიწყო, როდესაც მეორე ადგილოსანმა ალი დავუდიმ მოძრაობა 200 კილოგრამით დაასრულა. ლაშამ პირველ ცდაზე 208 კილოგრამიანი შტანგა აწია. მეორე ცდაზე 215 კგ დააფიქსირა და თავისივე მსოფლიო რეკორდის გასაუმჯობესებლად წავიდა და 223 კილოგრამიანი შტანგა აწია (222 იყო მისივე რეკორდი). ლაშას პირველი მოძრაობის შემდეგ, უახლოეს მდევართან, უკვე 23 კილოგრამიანი უპირატესობა ჰქონდა და ფაქტობრივად პირველივე მოძრაობით გაინაღდა ოლიმპიური ოქრო.
GIPHY App Key not set. Please check settings