in

ტაიმ აუტი ევრობასკეტზე: საქართველომ დაისვენა და საბერძნეთთან მაგრად წააგო

„იტალიასთან მატჩის შემდეგ ორი გზა გვქონდა: ან 100%-ით გვეთამაშა დღევანდელ მატჩში, ან გვეცადა, ბოლო ორი თამაშისთვის ჯანმრთელად შეგვენარჩუნებინა თავი. ჩვენ მეორე ვარიანტი ავირჩიეთ. ყველაფერი უბრალოდ ასეა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და კარგად ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი, მაგრამ დღეს ძალების მაქსიმალურად გამოყენება ყველაზე გონივრული არჩევანი არ იქნებოდა, რადგან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ, ყველა პრობლემის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, ორი ან სამი მოთამაშე დაგვიშავდებოდა. ასე რომ, თქვენ მითხარით, რომელი ჯობია“ – ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა.

სერბი მწვრთნელი კომენტარით ნათელი ხდება, თუ რატომ წააგო საქართველოს ნაკრებმა ბერძნებთან დიდი სხვაობით – 53:94 (სტატისტიკა). საქართველოს ნაკრების მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რისთვისაც მთავარი ბრძლა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო 2 მატჩში ელის. უფრო ზუსტად, ბრძოლა ბოლო შეხვედრაში – ბოსნიასთან იქნება, რომლის ვერმოგების შემთხვევაში ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან დიდი ალბათობით ვერ გავა. ამიტომაც, ბერძნებთან ძალების დახარჯვას და წამყვანი მოთამაშეების ტრავმის რისკის ქვეშ დაყენებას, მინიმუმ ძალიან გადაღლას, ჯიკიჩმა ჭკვიანური გამოსავალი არჩია. დაასვენა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია მხოლოდ 4 წუთი ათამაშა.

საბერძნეთის ნაკრები თამაშზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და რაც მთავარია, ტრადიციულად შეუჩერებელი იყო ვასილისის სპანულისის გუნდის მთავარი ვარსკვლავი იანის ადეტოკუმბო. მილუოკი ბაქსის ლიდერმა კვიპროსთან მატჩში დაისვენა, დღეს კი პირველივე წუთებიდან გამოჩნდა და საბოლოოდ, 25 წუთში 27 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა. იანისის გარდა, საბერძნეთის ნაკრებში ჩინებულად ითამაშა დიმოს მიტოგლუმ, რომელმაც 17 წუთში 17 ქულა მიითვალა.

საქართველოს ნაკრებში ევრობასკეტზე დებიუტი ჰქონდა გიორგი კორსანტიასა და გიორგი ოჩხიკიძეს. კორსანტია შესანიშნავად გაისარჯა და 16 წუთში 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. ოჩხიკიძე 22 წუთზე მეტხანს იმყოფებოდა მოედანზე, თუმცა 2 სამქულიანი ააცილა. ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც 11 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ბომბარდირი 14 ქულით სანდრო მამუკელაშვილი გახდა.

ჩვენი ჯგუფის გუნდები ხვალ ისვენებენ, 2 სექტემბერს კი საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს დაუპირისპირდება. ჩვენს ჯგუფში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. დღეს, გვიან ღამით დასრულდება იტალიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მატჩი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს უკვე კარგია: ქოჩორა პორტოსთან მატჩში ძირითადში იყო

გოგლიჩიძის წარმატებული დებიუტი უდინეზეში: მილანში ინტერს მოუგეს