in

ტაბატაძე შეცვლაზე შევიდა, გაიტანა და კადისს ქულა მოუტანა

იური ტაბატაძემ ახალი წელი გოლით დაიწყო და „კადისს“ სტუმრად ერთ-ერთ ლიდერთან, ლა კორუნიას „დეპორტივოსთან“ ქულა მოუტანა – 2:2.

ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი მხოლოდ 70-ე წუთზე შევიდა, 85-ეზე კი თამაში საკუთარ თავზე აიღო და გოლის გატანა მოახერხა.

შეფასებები: sofascore – 7.5, flashscore – 7.2.

ტაბატაძეს თითქმის სამი თვე არ ჰქონია გოლი გატანილი, მის ანგარიშზე ჩემპიონატის 16 მატჩში 5 გოლია.

დეპორტივო – კადისი 2:2
გოლები: 1:0 მელა (7), 1:1 მორენო (22), 2:1 ვილარესი (25), 2:2 ტაბატაძე (85)

„კადისი“ 31 ქულით მე-7 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 1 ქულა აშორებს და 9 იანვარს „ხიხონს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა საფრანგეთის 2025 წლის ნაკრებშია

წიტაიშვილი ბოლოს შეცვალეს, მეცმა აღარ წააგო