საფრანგეთის ჩემპიონატში გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ ერთ-ერთ ლიდერ „მონაკოს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანს ანგარიში საყაიმო იყო, მაინც სხვაობით დამარცხდა – 2:5.
ჩვენები არ ყოფილან, ერთადერთი წიტაიშვილი შევიდა შეცვლაზე და ისიც 90-ე წუთზე. აბუაშვილი თადარიგში დარჩა.
5 ტურის შემდეგ „მეცს“ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
ზურიკო ათამაშეს, მეკარეები ისევ სკამზე დასვეს – ლეგიონერები
სამაგიეროდ პირველზეა ლა ლიგა 2-ში იური ტაბატაძე „კადისი“, რომელმაც „მალაგას“ სტუმრად მოუგო – 1:0. ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და 69-ე წუთზე გაიყვანეს.

სანდრო ნარიმანიძის „ჟილინამ“ სტუმრად „კომარნო“ 3:1 დაამარცხა და ცხრილში პირველ ადგილზეა. ქართველი მცველი სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა მოედანზე 30-ე წუთზე შეუშვეს.
„ჟილინას“ კონკურენტი, გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის ტრნავის „სპარტაკი“ შინ თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცეს“ შეხვდა და მოულოდნელად დამარცხდა – 0:1. მოისწრაფიშვილი და ძოწენიძე ძირითადში იყვნენ, ხორხელი კი მე-80 წუთზე შევიდა, რაც მისთვის სადებიუტო შეხვედრაა.
დებიუტი ჰქონდნა ასევე გაბრიელ სიგუას, რომელმაც „ლოზანას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მისმა გუნდმა შვეიცარიის თასის 1/16 ფინალში სტუმრად 4:1 მოიგო. სიგუა 61-ე წუთზე შეცვალეს.
დაჩი ლორთქიფანიძე კვლავ დებიუტის მოლოდინშია იტალიის სერია A-ში. მისი „კრემონეზე“ „პარმას“ დაუზავდა (0:0), ხოლო 20 წლის ქართველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას „ოფიმ“ „ლევადიაკოსს“ ესტუმრა და შესვენების შემდეგ 9 კაცით დარჩენილმა 0:4 წააგო. ქართველი ძირითადში იყო და 61 წუთი ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings