in

ტაბატაძემ პენალტი აიკიდა და თავად გაიტანა: კადისმა მოიგო

იური ტაბატაძემ მორიგი გოლი გაიტანა „კადისში“, რომელმაც ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურში ერთ-ერთი კონკურენტი ხიხონის „სპორტინგს“ უმასპინძლა და 3:2 მოუგო.

ქართველი ფეხბურთელი თადარიგში იყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. 72-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შევიდა, მცველი ცრუ მოძრაობით მოატყუა და მის ფეხზე წამოგებული წაიქცა. პენალტი თავად უნაკლოდ შეასრულა.

ტაბატაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, სულ კი 17 ტურში მის ანგარიშზე 6 გოლია.

მან 90+7-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

შეფასებები: Flashscore 7.6, sofascore 7.3.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ მოგებული თამაში შეაფასა, კმაყოფილება გამოთქვა გუნდის გამოსვლით და ინდივიდუალური წვლილისთვის. თამაშს ვაკონტრლებდითო, აღნიშნა ტაბატაძემ.

კადისი – ხიხონი 3:2
გოლები: 1:0 პასკუალი (11), 2:0 ოკამპო (53), 3:0 ტაბატაძე (72, პენ), 3:1 დუბასინი (82, პენ), 3:2 კამპოსი (90+3)

„კადისმა“ ბოლო 4 შეხვედრიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, ამ მომენტისთვის 34 ქულით მე-5 ადგილზეა და 18 იანვარს სტუმრად „ალბასეტეს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დღეს ევროპა იწყება, საქართველო ხვალ თამაშობს

წიტაიშვილის გოლი პსჟ-სთან დეკემბერში საუკეთესოა