in

სხვა გზა არ დაგვრჩენია: რატომ წააგო ტორპედომ და რას აპირებს ყაზახეთში

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრაში შინ უშანსოდ დამარცხდა “აქტობესთან” (1:4) და გათამაშებას ფაქტობრივად გამოეთიშა. არ ველოდით ასეთ წაგებას და მტიკვნეული მარცხის მიზეზებზე მატჩის შემდეგ „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

ქუთაისის ევროპა დამთავრდა: ყაზახეთი გადაულახავი ბარიერია – ვიდეო

სტივ კინი:

„ჩვენი სტრატეგია აგრესიულ თამაშს და აქტიურ პრესინგს გულისხმობდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. არ ვიცი, რა იყო მიზეზი, მაგრამ ფლანგის მცველებიც შეტევას ვერ ეხმარებოდნენ, მოძრაობა და ტემპი არ გვქონდა. მეორე ტაიმში უფრო სწრაფად ავთამაშდით და პირველ 20 წუთში ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მეტოქე ჩვენი ტემპის შენელებას ცდილობდა.
მერე შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. ასეთი წაგების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

მარცხში მხოლოდ მცველებს ვერ დავადანაშაულებ, გუნდი ერთად უტევს და ერთად იცავს თავს. პირველი ტაიმის შემდეგ მცველის ნაცვლად შემტევი შევიყვანე, რადგან ვაგენდით. ამან „აქტობეს“სივრცეები გაუხსნა, მაგრამ ვაგებდით და სხვა შანსი არ გვქონდა.

სხვა მსაჯს შესაძლოა პენალტი არ დაენიშნა, ხოლო არაბიძის ეპიზოდზე დაენიშნა. მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებებზე საუბარი არ მჩვევია.

ამხელა სხვაობის აღმოფხვრა ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანია, ყაზახეთში ძალიან დიდი ძალებით შევუტიოთ და სწრაფი გოლის გატანას შევეცდებით. ორმატჩიანი შეხვედრის ბედის შემოსატრიალებლად სხვა გზა არ დაგვრჩენია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისევ ის დილა უნდა გათენდეს: გორმა ბოლო წამზე წააგო და მოგება შეუძლია

ჩვენებმა კვიპროსელებს მოაგებინეს: სამი გოლი და ქართველები კონფერენს ლიგაზე – ვიდეო