in

სწორი ნაბიჯი გადავდგი: ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიურ კლუბში გადავიდა

პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბმა „ფამალიკაომ“ ოთარ მამაგეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა: 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. სხვათა შორის, კლუბის მფლობელს მადრიდის „ატლეტიკოს” წილის 33% ეკუთვნის.

„მიხარია, რომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვითამაშებ. ჩემი მომავლისთვის სწორი ნაბიჯი გადავდგი. როგორც კი კლუბიდან მიწვევა მივიღე, აღფრთოვანებული დავრჩი. „ფამალიკაოს“ პროექტი, ინფრასტრუქტურა და გულშემატკივრების დამოკიდებულება იყო მთავარი, რის გამოც ახალ გამოწვევას დავთანხმდი.
აქ მიღებული გამოცდილება ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთ მომზადებაში დამეხმარება“, – განაცხადა ოთარ მამაგეიშვილმა.

ოთარ მამაგეიშვილმა სოციალიურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ყოფილ კლუბს „იბერიას“ მადლობა უთხრა.

„მადლობა ყველას, ვისაც ოდნავი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში ამ კლუბთან ერთად და იზიარებდა ჩემს და ჩვენს წარმატებას. მადლობა კეთილ ადამიანებს და მათაც, ვინც ცოტა გამაბრაზა და საკუთარ თავში მეტი ძალა და რწმენა მაპოვნინა.

მთელი განვლილი კარიერა ამ კლუბში გავატარე, კარიერული თუ ცხოვრებისეული სწავლების შემდეგ ბევრი რამის დაწერა შემიძლია. თუმცა ყველაფერს გულში შევინახავ და მთელი გულწრფელობით წარმატებას ვუსურვებ „იბერიას“, რომელთან ერთადაც გავიზარდე“, – წერს ოთარ მამაგეიშვილი.

მამაგეიშვილს მადლობა თბილისურმა კლუბმაც გადაუხადა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ საგოლე პასი გააკეთა, ლიონი მერვედფინალში გავიდა

მიქაუტაძეს რომა არ აინტერესებს და ლიონში რჩება