in

სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა: დირექტორი წიტაიშვილზე და რატომ გადავიდა აბუაშვილი მეცში

“მეცის“ სპორტულმა დირექტორმა, ფრედერიკ არპინიონმა გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქართველის დამატება გასულ სეზონშიც სურდათ, თუმცა მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა.

„წინა სეზონში უკვე ვცადეთ მისი დამატება, მაგრამ ეს რთული იყო. წელს შესაძლებლობა გაჩნდა და ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც იმოქმედებს მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვან ზონაში – მარჯვენა ფლანგზე.

წიტაიშვილი ძალიან ტექნიკური, ნიჭიერი და პროდუქტიული მოთამაშეა. გასულ სეზონში „გრანადაში“ შვიდი გოლი გაიტანა და არაერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩვენ მარჯვენა ფლანგზე სწორედ ასეთი ფეხბურთელი გვჭირდებოდა“, – აღნიშნა არპინიონმა.

გიორგი წიტაიშვილი „მეცში“ ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ფეხბურთელს კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისის ჩათვლით აკავშირებს.

აქ წიტაიშვილის გამო გადმოვედი

„მეცში“ გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი აბუაშვილმა ახალ გუნდში მიღებული პირველ შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

„ვიცოდი, რომ გიორგი მიქაუტაძე აქ თამაშობდა და ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ჩემი არჩევანის მთავარი მიზეზი წიტაიშვილი იყო, სწორედ მის გამო გადაიხარა სასწორი „მეცის“ სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ „მეცი“ კარგი კლუბია – ძალიან პერსპექტიული პროექტით, შესანიშნავი პირობებითა და იმ ატმოსფეროთი, რომელიც ხარისხიანი ფეხბურთის სათამაშოდ აუცილებელია. კარგად ვემზადებით მომავალი სეზონისთვის. მიხარია აქ ყოფნა და მოუთმენლად ველი მოედანზე გასვლას.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ ისეთივე კვალი დავტოვო, როგორიც მიქაუტაძემ. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას, დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშს და იმის ჩვენებას, რომ მზად ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მადლობა კლუბს ნდობისთვის“, – ამბობს აბუაშვილი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორა უკვე შესამჩნევია: გახდება სპორტინგის ახალი ლიდერი

თორნიკე შენგელია ბარსელონას კალათბურთელია