საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2023 გაიმართა.
წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ეკო ფანგანი და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე უძღვებოდნენ. საღამო მუსიკალური ნომრებით ნატალია ქუთათელაძემ და დათუნა ალადაშვილმა გააფორმეს.
დაჯილდოების დაწყებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა 2023 წელს ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პარტნიორებს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაში შეტანილი წვლილისთვის. ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო საზოგადოებას და გულშემატკივარს დამდეგი 2024 წელი მიულოცა და წარმატება უსურვა ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც მარტში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები ელის.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2023 წლის ზაფხულში, საქართველოში ჩატარებულ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული ორგანიზაციები სპეციალური პრიზები გადასცა. მადლობის ჯილდო გადაეცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. ასევე ტურნირის მასპინძელი ქალაქების – თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებს. მადლობის ნიშნად, სპეციალური პრიზები გადაეცათ სფფ-ის სპონსორებსა და მხარდამჭერ კომპანიებს – კრისტალბეთს, საქართველოს ბანკს, კოკა-კოლას, მაკდონალდს და საქართველოს რკინიგზას.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი ¼-ფინალში გავიდა და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გუნდის სახელით, სპეციალური პრიზი ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს გადაეცა.
GFF Awards 2023-ის რჩეულების გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17
ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19
2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – ნათია დანელია
2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – ნიკოლოზ ჯღარკავა
2023 წლის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი
სპეციალური პრიზი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისს – ჯაბა ჭანტურია
ჯაბა ჭანტურიას მშობლიურ ბათუმში, 18 წელია ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს. გარდა ამისა, ჯაბა ქვიშის ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონის, პორტუს ბათუმის მთავარი მწვრთნელია. პარალელურად, რეგიონში გასამართი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ინიციატორი და მონაწილეა.
2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
ნომინანტები – გიორგი ღავთაძე, ირაკლი თოდუა, ზვიად კუპატაძე
2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – საბა საზონოვი
2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ნათია დანელია
ნომინანტები – ნათია დანელია, თეონა ბაქრაძე, მარიამ კალანდაძე
2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია
ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე
GIPHY App Key not set. Please check settings