in

სფფ-ს დაჯილდოება: საუკეთესო ხვიჩაა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2025 გაიმართა.

წლის შემაჯამებელი ღონისძიება ლევან კობიაშვილის სიტყვით დაიწყო. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციაში 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდი შეაფასა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის მთავარ მიღწევებზე, მათ შორის, ისტორიულ ევრო 2024-ზე, ახალგაზრდული, ფუტსალისა და ქალთა ნაკრებების პროგრესზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებებზე. ლევან კობიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებსა და სახელმწიფოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ სფფ-ის გუნდი ახალი წარმატებებისთვის აგრძელებს მუშაობას.

სფფ-ის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე.

GFF Awards 2025-ის ნომინაციებში რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ქალთა ლიგის და ფუტსალის ლიგის კლუბების წარმომადგენლებმა.

გამარჯვებულებისთვის სპეციალური ჯილდოები დააწესა კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ. კომპანიის გადაწყვეტილებით, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის 17 და 19-წლამდე ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლის მფლობელებს გადაეცათ ფულადი ჯილდო 3, 5 და 10 ათასი ლარის ოდენობით. საუკეთესო მსაჯის ნომინაციაში გამარჯვებულს 10 ათასი ლარი, ხოლო წლის საუკეთესო აზალგაზრდა ფეხბურთელს და ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეს 15 ათასი ლარი გადაეცა. საუკეთესო ქალ და კაც ფეხბურთელებს – 50 ათასი ლარი.

ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17

ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19

2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე

2025 წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი

2025 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე

2025 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე

2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის ნაკრები: ვინ მოხვდნენ სეზონის გუნდში