in

სუფთა დრო, დაუთვლელი შეცვლები, გაძევება 5 წუთით, აუტი ფეხით – ფეხბურთში ახალ წესებს გამოცდიან

ნიდერლანდებში 2023/24 წლების სეზონიდან ფეხბურთში ახალი წესების დატესტვას დაიწყებენ.

ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირი (KNVB) ჩაუშვებს საპილოტე პროგრამას ქვეყნის პირველ დივიზიონში (რანგით მეორე ტურნირი). წესები შემუშავდა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოსთან (IFAB) თანამშრომლობით.

ძირითადი სიახლეები შემდეგშია:

  1. აუტის მოწოდება ფეხითაც არის შესაძლებელი და ასევე შეიძლება გვერდითი ხაზიდან პირდაპირ დრიბლინგის დაწყება.
  2. ჯარიმის გათამაშება შესაძლებელია დრიბლინგით.
  3. ყვითელი ბარათი – 5 წუთით გაძევებაა.
  4. შეცვლები განუსაზღვრელი რაოდენობით.
  5. სუფთა სათამაშო დრო – ორ-ორი ტაიმი 30 წუთით (ეს აიხსნა იმით, როიმ 2020 წელს ჩემპიონთა ლიგაზე საშუალო სუფთა დრო 60 წუთზე ნაკლებს შეადგენდა).

მსგავს სისტემას ნიდერლანდებში ცდიან 2017 წლიდან სამოყვარულო და ახალგაზრდული გუნდების ტურნირებზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიყვარს გოლების გატანა: კეინმა ჩარლტონს გაასწრო და რუნის გაჰყურებს

ვიღას ახსოვს ბიტკოინი: ALLSTARSTRADE ფეხბურთელებით ვაჭრობს