ბარსა, რეალი და იუვე აპირებენ ევროპის სუპერლიგა განახლებულად მოსინჯონ.
სუპერლიგის გენდირექტორმა ბერნდ რაიხარტმა განაცხადა, რომ დამფუძნებელ კლუბებს სურთ პროექტის ახალი ვერსია ჩაუშვან.
ახალი პროექტი გახდა 50-ზე მეტ ევროპულ კლუბთან ფინანსურ პრობლემებზე დეტალური მოლაპარაკებების შედეგი.
ახალ ვერსიაში რამდენიმე დივიზიონი იქნება, 60-დან 80 მონაწილემდე და მუდმივი წევრების გარეშე. სეზონში თითო გუნდი 14 მატჩზე ნაკლებს არ ითამაშებს. ჯერჯერობით გუნდების დივიზიონებად განაწილების დეტალები არ არსებობს. ასევე უცნობია გავარდნის სისტემა.
შეგახსენებთ, 2021 წლის აპრილში სუპერლიგის შექმნის მცდელობა კრახით დასრულდა.
GIPHY App Key not set. Please check settings