in

სულ სხვა ქარია თემურთან ერთად: ქეცბაიამ ანორთოსისში განსხვავებული ატმოსფერო შემოიტანა

თემურ ქეცბაიას კვიპროსის „ანორთოსისში“ დაბრუნებას მოსალოდნელი რეზონანსი მოჰყვა. ჩემპიონატის მე-3 ტურში ქართველი სპეციალისტის გუნდი ერთ-ერთ ლიდერს, ლარნაკას აეკ-ს დაუპირისპირდა და ქულა წაართვა – 1:1.

„სულ სხვა ქარია თემურთან ერთად“, – ასე გამოეხმაურა ქართველი მწვრთნელის „ანორთოსისში“ დაბრუნებას კვიპროსული გამოცემა sportime.

„შესაძლოა, „აეკთან“ (1:1) ქულებით „ანორთოსისი“ გამარჯვებული არ დარჩა, მაგრამ ფსიქოლოგიის, ტაქტიკის, მზადყოფნის თვალსაზრისით ისინი ორგზის გამარჯვებულები არიან. თემურ ქეცბაიამ განსხვავებული ატმოსფერო შემოიტანა.

ვნახეთ, რომ „ანორთოსისი“ არ ნებდებოდა, ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად. გულშემატკივრები თემურს სათადარიგოთა სკამზე აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ვნახეთ, რომ „ანორთოსისი“, წინა მატჩებთან შედარებით, საკმაოდ თავდაჯერებულია, პულსს ავლენს და მეტოქეს არ ნებდება.

ახალმა მწვრთნელმა დაადასტურა ისიც, რომ „ანორთოსისში“ არის პოტენციალი, რაზეც უნდა იმუშაო და მოუწოდებს გულშემატკივრებს, რომ ამ რთული ამოცანის გადაწყვეტაში მათ გვერდით დადგნენ“, – წერს კვიპროსული გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

4 მატჩი 16 დღეში: ფიფა სანაკრებო სექტემბერ-ოქტომბერს აერთიანებს

მინდა, რომ დამივიწყონ: გვარდიოლას ფეხბურთის თამაში ნეიმართან უნდა, ღვინის დალევა კლოპთან