in

სუარესმა მესის გაასწრო, არგენტინა საკუთარ თავს მისდევს

ურუგვაის ნაკრების ფორვარდმა ლუის სუარესმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში პენალტი გაიტანა ვენესუელასთან შეხვედრაში (4:1).

„ატლეტიკოს“ ფორვარდმა 28-ე გოლი გაიტანa შესარჩევ მატჩებში და სამხრეთ ამერიკაში ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე გადავიდა. მან თვით ლეო მესის გაუსწრო, რომელსაც 27 გოლი აქვს აქტივში.

სუარესი მე-4 ადგილს იყოფს მთელ მსოფლიოში, ის ირანელ ქარიმ ბაგერის გაუთანაბრდა.

რეკორდი კი გვატემალას ფეხბურთელ კარლოს რუისს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზე 39 გოლია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში.

სამეულში ასევე შედიან კრიშტიანო რონალდო (36) და ირანელი ალი დაეი (35).

გარდა ამისა, ვთქვათ ისიც, რომ არგენტინამ კვალიფიკაციაში კოლუმბიას 1:0 მოუგო. ამით არგენტინელებმა წაუგებელი სერია 29 მატჩამდე გაზარდეს. ეს ამ ეტაპზე ეროვნული ნაკრებებისთვის საუკეთესო სერიაა.

საკუთარი რეკორდის გამეორებისთვის ლიონელ სკალონის გუნდმა ორი მატჩი არ უნდა წააგოს – ვენესუელასთან და ეკვადორთან მარტში.

მსოფლიო რეკორდი კი დღევანდელ იტალიის ნაკრებს ეკუთვნის, რომელიც 37 მატჩი არ აგებდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხელჩართული ბრძოლა ბალიშებით: ეს არის ნამდვილი სპორტი – ვიდეო

აბა ჩვენ სულ ქალებში დავდიოდით – რონალდოს ახალი თაობის ჭამა და ძილი მოსწონს