გუშინ, პრემიერ ლიგის შუა ტური დასრულდა და დასკვნით აკორდად ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების შეხვედრები გვქონდა.
“ფულემმა” “ქრეივენ ქოთიჯზე” სტივენ ჯერარდის “ასტონ ვილას” უმასპინძლა და მეტოქე 3:0 გაანადგურა.
ამ შეხვედრის დასრულებიდან მალევე “ასტონ ვილას” ოფიციალურმა გვერდებმა სტივენ ჯერარდის წასვლის შესახებ ცნობა გამოაქვეყნეს. ბოლო პერიოდში, ისედაც მორყეულ ჯერარდის სკამს უკანასკნელი ჭანჭიკიც გამოეცალა და 11 თვიანი კარიერა ასე დასრულდა.
“ასტონ ვილა” 9 ქულით მე-17 საფეხურზეა, ხოლო მარკო სილვას “ფულემი” 15 ქულით მე-9 საფეხურზეა.
კიდევ ერთი ისეთი მატჩი, რომელშიც ორივე გუნდის მესაჭეს სკამი შერყეული ჰქონდა “ქინგ ფაუერზე” “ლესტერსა” და “ლიდსს” შორის გაიმართა.
კოხის ავტოგოლითა და ჰარვი ბარნსის გოლით “ლესტერმა” მეტოქე 2:0 დაამარცხა და ბოლო საფეხურს თავი დააღწია. როჯერსის გუნდი მე-19 საფეხურზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings