in

სტერლინგი ნაკრებს უბრუნდება!

სერიოზული შევსება მიიღო სამმა ლომმა. რაოდენ არასახარბიელო ფორმაშიც არ უნდა იყოს, მაინც რაჰიმ სტერლინგია, რიგით მე-3 მუნდიალს თამაშობს და არაერთგზის გვიხილავს თუ რა შეუძლია.

დაახლოებით 1 კვირისწინ, რაჰიმმა ნაკრები ოჯახური მიზეზების გამო დატოვა, მაგრამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ თვითერზე დაპოსტა, რომ რაჰიმი ნაკრებში ბრუნდება და საფრანგეთთან გასამართი მატჩისათვის, შესაძლოა, განაცხადშიც მოხვდეს.

სხვათაშორის, დღეს, მისი 28-ე დაბადების დღეა. ჰო, სტერლინგი არ არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ნაკრები პირადი მოტივით დატოვა, ოღონდ ბენ უაითი გუნდს არ დაუბრუნდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნოპერტი: მესიც უშვებს შეცდომას, რაც ამ მუნდიალზე უკვე ვნახეთ

წლის შემაჯამებელს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ხვდება