in

სტატისტიკა არ იტყუება: დაითვალეს და პრემიერლიგაში ტენ ჰაგზე უკეთესი სტარტი მარტო გვარდიოლას აქვს

ბრიტანული BBC Sport-ის ჟურნალისტებმა პრემიერლიგის პირველი 40 მატჩის მონაკვეთი აიღეს და დაითვალეს რამდენი ქულა მოაგროვეს პრემიერლიგის მოქმედმა მწვრთნელებმა.

გაირკვა, რომ საუკეთესო ამ დისტანციაზე პეპ გვარდიოლაა, რომელმაც „სიტი“ 2016 წელს ჩაიბარა. პირველ ხანობაში ესპანელმა 82 ქულას მოუყარა თავი.

მოულოდნელად მეორე ადგილზე აღმოჩნდა ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც გვარდიოლას თანაქალაქელი „მანჩესტერით“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა და 78 ქულა მოაგროვა.

მესამე ადგილზეა იურგენ კლოპი – 71 ქულა. 2015 წელს გერმანელმა საკმაოდ პრობლემური გუნდი ჩაიბარა, თანაც სეზონის შუაწელს.

მე-4 ადგილზეა ოლე-გუნარ სულშერი („მანჩესტერი“) – 68 ქულა და მე-5 მიკელ არტეტა („არსენალი“) – 63 ქულა.
სულშერი მოქმედი მწვრთნელი არ არის, მაგრამ ალბათ უფრო ტენ ჰაგთან შედარებისთვის შეიყვანეს ამ ჩამონათვალში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბებერი მესი MLS-ში ყველაზე ძვირია

ანამარია გოლტესი – ლუკა დონჩიჩის გოგო, რომელსაც სპორტი უყვარს და ხალხს აცდენს