ტურინის „იუვენტუსმა“ და Adidas–მა 2021-22 წლის სეზონის საშინაო ფორმა წარადგინეს. ახალი დიზაინი “იუვენტუსის” სტადიონის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
„ახალი მაისური დამზადდა კლუბის კლასიკური ესთეტიკიდან გამომდინარე, თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და „ალიანც სტადიონის” შთაგონებით, რომელიც 2011 წლიდან ჩვენს სახლად იქცა.
ვარსკვლავი და დიდების ხეივნის დიზაინი მაისურის ქსოვილშია ინტეგრირებული და საკულტო მოთამაშეებს პატივს მიაგებს. ფეხბურთელებს, რომლებიც „იუვენტუსის“ ისტორიაში შევიდნენ, ასევე გულშემატკივრებს, რომლებმაც კლუბის შექმნაში ფუნდამენტალური როლი ითამაშეს.
სტადიონი – ჩვენი დღევანდელი სიმბოლოა“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ტურინელები ახალი ფორმით პირველ მატჩს 19 მაისს, „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებენ იტალიის თასის ფინალში. ამავე ფორმით დაუპირისპირდებიან ისინი „ბოლონიასაც“, ჩემპიონატის ბოლო ტურში.
GIPHY App Key not set. Please check settings