in

სპორტი თავიდანვე იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს

“გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” – ეს სიტყვები დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. ამ სიტყვებით პრეზიდენტმა “დინამოს” სტადიონზე შეკრებილ 100 000-მდე გულშემატკივარს მიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის დაწყებას ზეიმობდა. ქართული ფეხბურთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეყო იმ ბოროტების იმპერიას, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და დამოუკიდებლად დაიწყო არსებობა. ფეხბურთი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეუერთდა.

სპორტი ნებისმიერი ერისთვის, განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეროვნული თვითმყოფადობისა და საკუთარი იდენტობის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. გავიხსენოთ, პატარა ხორვატიის მაგალითი, რომლებმაც დიდწილად სწორედ ფეხბურთის მეშვეობით გააცნეს ქვეყანა, ერი მსოფლიოს.

სპორტს შეუძლია ხალხის გაერთიანება, ერთ მუშტად შეკვრა და ერთიანი ძალისხმევით ქვეყნის წარმატებისთვის ბრძოლა. ეს ყველა სპორტსმენმა უნდა გაიაზროს, რომ ისინი ერის სახე არიან საერთაშორისო ასპარეზზე და თუ რას ნიშნავს ჩვენნაირი მცირე ერისთვის გამარჯვებები.

ჩვენს პატარა ქვეყანას უკვე ყველა იცნობს, როგორც ლაშა ტალახაძის, ლაშა შავდათუაშვილის, ნინო სალუქვაძის, ზაზა ფაჩულიას, კახა კალაძის და სხვა სახელოვანი სპორტსმენების ქვეყანას და იმედია და ვისურვებდით კიდევ ბევრი ასეთი სპორტსმენი უმრავლოს ღმერთმა საქართველოს, რომლებიც ჩვენი პატარა, ლამაზი ქვეყნის სახელს კიდევ უფრო გაიტანს საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, ვისურვებდით მალე დიდი გამარჯვებას, რომელსაც ჩვენი ერის გაერთიანება შეუძლია.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესის აქ რა უნდა: მთელი ევროპის ნაკრები

კარგების და ცუდების პრემიერლიგა: ინგლისელების ორი სიმბოლური ნაკრები