in

სპალეტი პრესკონფერენციაზე ყავარჯნებით მივიდა

დღეს “ნაპოლი”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, “ლივერპულს” უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას ტურნირზე დებიუტს მოუთმენლად ველით. “რეპუბლიკას” ცნობით, ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ავტოავარიაში მოყვა, ლავიწის მოტეხილობა აქვს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხელჯოხით მივიდა და ხალისიანად ისაუბრა:


“ოპერაცია გავიკეთე და ერთი თვე ასეთი ფიზიკური პრობლემით ყოფნა მომიწევს. ლოსანო მომჯობინდა და სათამაშოდ მზადაა. ოსიმენმა ვარჯიში დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილებას შეხვედრის წინ მივიღებთ.
სუპერგუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის დიდი პატივი იქნება სათადარიგოთა სკამზე რამდენიმე მეტრში იურგენ კლოპთან ყოფნა. მეტოქის პატივისცემის მიუხედავად, ფრეზეთანახმა არ ვართ. “ნაპოლი” მოედანზე გამარჯვებისთვის და არა კომპლიმენტების მისაღებად გადის. ეს რომში “ლაციოსთან” კარგად გამოჩნდა. სასიამოვნო იქნება ალისონისა და სალაჰის ნახვა, რომლებიც ჩემთან “რომაში” იყვნენ. ძალიან თბილად შევხვდები და კოლექციისთვის მაისურებსაც გამოვართმევ.


სტადიონზე 55 ათასი მაყურებლის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენი გულშემატკივრების ყიჟინა “ენფილდამდე” მიაღწევს. ჩვენ შორის სხვაობა, პირველ რიგში, გამოცდილებაშია. ამიტომ ძალისხმევის გაძლიერება და “წითლებთან” შიშის გარეშე ბრძოლა გვჭირდება.


ეს ტურნირია, რომელზეც ფეხბურთელები ბავშვობიდან ოცნებობენ. აქ ძალიან მაღალი ტექნიკური დონეა და ყოველი გოლი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. “ლივერპულთან” ერთი წუთითაც არ შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვა, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ დაგსაჯონ.
თუმცა ჩვენც გვყავს გუნდში ჩემპიონები. დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები, ისევე, როგორც “ლაციოსთან”, კვლავ შესანიშნავ შეხვედრას ჩაატარებენ. ფეხბურთელთა ამ ჯგუფს შეუძლია გულშემატკივრებს თავი შეაყვაროს.

“ლივერპული” ბურთის ფლანგიდან ფლანგზე მუდმივი გადატანით თამაშობს. ასეთ ფეხბურთს იტალიაში მიჩვეულები არ ვართ. კარგი ინდივიდუალისტები ჰყავთ და ერთი-ერთზე მოქმედებას ცდილობენ. მათ გასანეიტრალებლად გონიერება და დიდი ფიზიკური ენერგიაა საჭირო. ზოგიერთ მომენტებში შეიძლება ჩვენზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, საკუთარი სტილი მოვახვიოთ თავს. ლამაზი ფეხბურთი არ არის ფუნდამენტური, მთავარია ეფექტურობა და კონკრეტიკა”.

სპალეტიმ ალისონსა და სალაჰზეც ისაუბრა: მიხარია, რომ მათ კიდევ ერთხელ შევხვდები. ბედნიერი ვარ, რადგან მე მათ ვწვრთნიდი და ეს დიდებული გამოცდილება ზურგს მიმაგრებს. შეგახსენებთ, მო და ალისონი “რომაში” ირიცხებოდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონთა ლიგა დაიწყო: ჩემპიონმა საჩემპიონოდ იმარჯვა, მილანს ფეხი დაუცდა და მბაპეს შოუ

GOAL.COM-ის სტატია კვარაცხელიაზე: კვარადონა! გაიცანით ნაპოლის ახალი ვარსკვლავი, რომელმაც მიზანში ლივერპული ამოიღო