in

სპალეტიმ ტატუ დაიხატა: პრეზიდენტმა ახალი კონტრაქტი და მილიონები შესთავაზა – ლუჩანომ მაინც არაო

ლუჩანო სპალეტიმ სერია ა-ში გამარჯვების აღსანიშნავად ტატუ გაიკეთა.
64 წლის მწვრთნელმა ხელზე „ნაპოლის“ ემბლემა და ციფრი 3 (სკუდეტოს რაოდენობა) ამოისვირინგა.

„ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, თან ისე, რომ ყველა მეტოქე დაამარცხა, რაც ამ გუნდის რეკორდია.

გადაწყვეტილია, რომ სპალეტი „ნაპოლის“ ტოვებს.

საინტერესოა ბოლო ინფორმაცია. კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა მწვრთნელს ახალი 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წლიურად 4 მლნ ევროზე მეტი მისცეს. თუმცა სპალეტიმ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და წავა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა დე ლაურენტისთან გაფუჭებული ურთიერთობა და ფული ვითარებას ვერ შეცვლის. სპალეტი აპირებს ერთი წელი დაისვენოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაინც ბაიერნი: ბუნდესლიგის საოცარი დასასრული – დორტმუნდმა მეტოქეს ჩემპიონობა მიართვა

ესეც და ისიც: ჰოლანდი პრემიერლიგაში საუკეთესოა