თურქულ შეკრებაზე „სპაერმა“ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა – სხვადასხვა შემადგენლობით ერთ დღეში – და ორივე მოიგო. ტაშკენტის „ლოკომოტივის“ 3:1 დამარცხების შემდეგ (გოლები: პირტახია, ქაჩიბაია, ცეცხლაძე), ტაშკენტის „ფახთაქორს“ 4:3 აჯობა.

თბილისის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური მატჩიც ვერ მოიგო. ჩვენი გუნდი ძალიან ცუდ ამინდში ყაზახურ „ჟეტისუს“ ექსპერიმენტული შემადგენლობა დაუპირისპირდა, მატჩი 1:1 დაასრულა.
„რუსთავი“ სლოვაკეთის მეორე ლიგის ლიდერ ბანსკა-ბისტრიცას „დუკლას“ შეხვდა და 1:2 წააგო. გოლი იაპონელი ლეგიონერის, იუტა ნაკანოს ანგარიშზეა.






GIPHY App Key not set. Please check settings