in

სპაერის დებიუტი ევროპაში: წაგება ვენაში, მაგრამ უსაყვედუროდ

საქართველოს თასის მფლობელ „სპაერს“ ევროპაში დებიუტი ჰქონდა: კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდი ვენაში „აუსტრიას“ შეხვდა – 0:2.

უდაო ფავორიტმა „აუსტრიამ“ პირველივე წუთებიდან შეუტია და ანგარიში მალევე გახსნა: სწრაფ შეტევას ფლანგიდან ჩაწოდება მოჰყვა, კარის წინ მცველებს მანფრედ ფიშერმა დაასწრო – 1:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლები დომინირებდნენ, არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ფუტკარაძე, რომელმაც არაერთ ეპიზოდში გადაარჩინა საკუთარი გუნდი.

თუმცა სახიფათოდ მომენტები „სპაერმაც“ შექმნა, მაგრამ გიორგი ცეცხლაძის, საბა გეგიაძისა და პაპუნა ფონიავას შეტევები უშედეგოდ დასრულდა.
სამწუხაროდ, მეორე გოლი სულ ბოლოს გავუშვით. ავსტრიელებმა 90-ე წუთზე პენალტი მოიპოვეს, რომელიც დომინიკ ფიტცმა ზუსტად შეასრულა – 2:0.

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდმა, რომელიც პირველად თამაშობდა ევროტურნირებზე და თან ძლიან ძლიერი მეტოქე შეხვდა, საკმაოდ კარგად, ბრძოლით ითამაშა და სასაყვედურო მის მიმართ მართლაც არაფერია.

აუსტრია – სპაერი 2:0
გოლები: 1:0 ფიშერი (6), 2:0 ფიცი (90+1, პენ)

სპაერი: ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე, ბუნტური, სამხარაძე, წურწუმია (მატენჯვა 78), მაისურაძე, ბარაბაძე (ჩოთალიშვილი 90+6), ფონიავა (გ. ცეცხლაძე 83), გეგიაძე (კობახიძე 90+5), ცეცხლაძე (ბასილაშვილი 78)

განმეორებითი მატჩი 31 ივლისს თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გორმა რიგაში ბოლოს გაიტანა და უკეთესი ანგარიში წამოიღო

გულიაშვილის ბრწყინვალე გოლი: ქართველები ევროტურნირებზე