გუშინ, მუნდიალზე კიდევ ერთი მასშტაბური სენსაცია ვიხილეთ. ჯგუფური ეტაპის უმთავრესმა აღმოჩენამ, მაროკოს ნაკრებმა აინუნში არც 1/8 ფინალური ეტაპი ჩააგდო და ესპანეთი შინ გაისტუმრა.
შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა და ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც მეკარე ბონო, უბრალოდ საოცარი იყო – 2 მოგერიება და + 1 ძელი, რამაც კარის მშრალად შენახვის საშუალება და 3:0 გამარჯვების მოპოვება გახადა ხელშესახები.
ერთ-ერთი მთავარი გმირი კი “ფიორენტინელი” სოფიან ამრაბატია, რომელმაც სისხლის ბოლო წვეეთამდე იბრძოლა, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მან გამაყუჩებლების ფონზე ითამაშა:
“ეს უმნიშვნელოვანესი იყო. ფიზიო თერაპიაზე ღამი 3 საათამდე დავრჩი, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ თამაშს შევძლებდი. ახლა ძალიან დიდი ემოციების ქვეშ ვარ”.
26 წლის ამრაბატი მაროკოს ერთ-ერთი ხერხემალია და თავდადებული გამოსვლა არავის გამოჰპარვია. მაროკო კი 1/4 ფინალში ბობოქარ პორტუგალიას შეერკინება.
GIPHY App Key not set. Please check settings