in

სომხეთ-საქართველოს საჯაროდ აჩვენებენ

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში გასვლით შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან გამართავს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, 20 მარტს, 21:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებული იქნება დიდი ეკრანი, სადაც საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება გაიმართება.

„უეფა-ს ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო 23 მარტს, საქართველოს ნაკრები მეტოქეს „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. ტრადიციულად, მთელი შემართებით, დიდი ენერგიითa და გამარჯვების მოლოდინით უნდა ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მათ, ვინც მატჩს სტადიონზე ვერ დაესწრება, ვეპატიჟებით 20 მარტს, 21:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, მატჩის ღია ჩვენება დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის, ჩვენს ბიჭებს კი წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორაშვილი ყველაზე ჯანმრთელი ფეხბურთელია